საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
მერების რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მარნეულშიც 20:00 საათზე შეწყდა, ამ დროისთვის კი უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სახვადასხვა საარჩევნო უბანზე დღის განმავლობაში დარღვევები აღინიშბებოდა, მარნეულის საარჩევნო ისტორიაში დღეს ჩატარებული ხმის მიცემის პროცესი იყო ყველაზე მშვიდი. გივი თარგამაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ არააქვს იმის საფუძველი, რომ შედეგი, რომელიც ხმების დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ დადგება არ აღიაროს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დღეს იყო გამჭვირვალე და მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება შეეძლოთ მშვიდ ვითარებაში. რეხვიაშვილის თქმით, მმართველი ძალა მარნეულში მეორე ტურს არ ელოდება და სახელისუფლებო პარტია თვლის, რომ ზაურ დარგალი დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს.