როდის იწყება პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია

2019-05-19 12:38:51

2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 21 მაისს დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge

შეგახსენებთ, რომ III ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა კი 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.