400 ადამიანი ხელფასის გაზრდას ითხოვს [video]

2019-05-16 18:04:14

მეტალურგიული ქარხნის, წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს დღის მეორე ნახევარში ფოლადსადნობის და მილსაგრინავი საამქროს 400 თანამშრომელი შეუერთდა. [ვიდეო/video]

მუშები სამცვლიანი რეჟიმიდან ოთხცვლიან რეჟიმზე გადასვლას, ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ მუშებს საიას წარმომადგენელი, ქალაქის მერი შეხვდნენ და სამოქალაქო აქტივისტები შეხვდნენ, რომლებიც ქარხანაში დასაქმებულების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ.

მოგვიანებით უკვე შეხვედრა საწარმოს ხელმძღვანელობასთანაც გაიმართა, რომელსაც აქციის მონაწილეებიც ესწრებოდნენ.

"რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციის ცნობით, ხელფასის გადახედვა მოხდება. პასუხი კი 3 დღეში იქნება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტალურგიული ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ინფო რუსთავთან განაცხადეს, თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს აქციები გაგრძელდება.

აქცია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციასთან დილიდან მიმდინარეობდა.