მეტალურგიული ქარხნის, წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს ცოტახნის წინ ფოლადსადნობ საამქროში დასაქმებული 250 თანამშრომლიც შეუერთდა.
სახელშეკრულებო პირობებზე საუბრისას აქციის მონაწილეები გამოყოფენ არასათანადო ანაზღაურების პრობლემას და არანორმირებულ სამუშაო დროს.
როგორც მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები ინფო რუსთავთან აცხადებენ თუ ადმინისტრაცია ხელფასებს არ გაზრდის და შრომის პირობები არ გააუმჯობესდება საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ "რუსთავის ფოლადის" ქარხნის დირექცია ხვალ, დილით გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება, სადაც ორ მხარეს შორის ხელფასის გადახედვა განიხილება. ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქარხანა შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას .