საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2020-10-16 19:29:43

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 19:20 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი თბილისიდან 20 კმ-ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.


RUSTAVI