რუსთავში წელს მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო 627 ადამიანი დაჯარიმდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში მიაწოდეს.
მგზავრების შემოწმება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო.
თვეების მიხედვით გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა ასე ნაწილდება:
მარტის -185
აპრილის -194
მაისის - 64
ივნისის - 179
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრებს, კონტროლიორი მას კანონით გათვალისწინებული საჯარიმო თანხით, 20 ლარით დააჯარიმებს.