ძლიერი ხანძარი რუსთავში [video]

2021-06-06 14:15:58

რუსთავში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ ობიექტს უკიდია. [ვიდეო/video]

შემთხვევა ავტობაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. დამწვარია დაახლოებით 20-მდე ავტომობილი, რომელიც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟია მობილიზებული. მეხანძრე - მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე. ინფო რუსთავი დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები