რუსთავში, ქვესადგურში 3 მამაკაცი დაშავდა

2020-06-30 00:53:20

შემთხვევა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე არსებულ ქვესადგურში.

ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ რომ ქვესადგურში კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას"-ს თანამშრომლები სამუშაოებს ასრულებდნენ რა დროსაც 3 მამაკაცი დაშავდა. კორპუსის მცხოვრები ყვება რომ გაიგო აფეთქების მსგავსი ძლიერი ხმა და დაინახა განათებული ელ. ქვესადგური.

2 მამაკაცი მსუბუქად დაშავდა და მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა არ გახდა საჭირო, ხოლო ერთმა მარცხენა ხელის კიდური დაიწვა.

დაშავებული "კლინიკა რუსთავში" მიიყვანეს საიდანაც ის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაამისამართეს.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში". მათი თქმით მცირე შემთხვევა იყო, თუმცა ამის გამო არავინ დაშავებულა.

RUSTAVI