რუსთავში განათების ბოძი წაიქცა

2020-01-22 14:11:40

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ტროტუარის განთების ბოძი წაიქცა. ფოტო "ინფო რუსთავს" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთმა მკითხველმა მიაწოდა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ რკინის ბოძის წაქცევა ძლიერმა ქარმა გამოწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე დროულად მივიდნენ ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები, გიორგი გოროზიას თქმით, კონსტრუქციის შეკეთება უკვე დაიწყო და ტროტუარზე მალე დაბრუნდება.