ქურდობის ფაქტი რუსთავში

2019-03-03 10:55:57

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ალტაოქეი" გაქურდეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ქურდობა დილით მოხდა, უცნობმა პირებმა მაღაზიაში კარის გაღების შემდეგ შეაღწიეს.

"ალტაოქეიდა"-ნ წაღებულია 10-მდე ტელეფონი. ადგილზე მალევე მივიდა დაცვის სამსახური, თუმცა დამნაშავეებმა მაღაზიის დატოვება რამდენიმე წამში შეძლეს.

შეგახსენებთ რომ მაღაზია 2 თვეში უკვე მესამედ გაქურდეს. ქურდობა ძირითადად თვის დასაწყისში ხდება ხოლმე.

მიმდინარე წელს მაღაზია 1 იანვარს და 9 თებერვალს გაქურდეს.