2016 წელს რუსთავის თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლების პრემია-დანამატები 1 700 000 ლარს აღწევს. წერილიდან რომელიც მერიისგან რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ირკვევა რომ, გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებზე 1 628 583 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია რომ დანამატებს მაღალი თანამდებობის პირები, სამსახურის უფროსები, ააიპ-ების დირექტორები და ხშირ შემთხვევაში მათი მოადგილეები ყოველ თვე იღებდნენ, დანამატები არ აუღიათ შედარებით დაბალი რანგის მოხელეებს. დანამატებზე გაცემული თანხის საერთო ოდენობამ 671 133 ლარი შეადგინა. რაც შეეხება პრემიებს, პრემიები თვითმმართველობაში სულ 5-ჯერ (მარტში, აპრილში, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში) გაიცა. პრემიების საერთო ოდენობამ 957 450 ლარი შეადგინა.
თვითმმართველობის თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ 16 თებერვალს გაავრცელა.