"მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"

2026-04-05 12:43:01

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით  - 1996 წელს დაბადებულ ხ.ძ.-ს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე თელავში ცხელ კვალზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც  7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.