პოლიციელებმა საგამოძიებო ექსპერიმენტი ქუჩაში ჩაატარეს.

2017-02-21 21:35:07

23 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა ამ დრომდე გრძელდება. ამჯერად პოლიციელებმა საგამოძიებო ექსპერიმენტი შარტავას ქუჩაზე იმ ლოკაციაზე განახორციელეს სადაც ავარია მოხდა. ექსპერიმენტს ავარიის შედეგად გარდაცვლილების ნათესავები ესწრებოდნენ. მათი თქმით ისინი მოითხოვენ სამართლიან გამოძიებას და დამნაშავის კანონის ფარგლებში დასჯას.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 23 დეკემბერს შარტავას გამზირზე საღამოს მოხდა. ერთმანეთს „ბე ემ ვე“-ს და „მერსედესი“-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად  3 ადამიანი მათ შორის მცირეწოვანი გარდაიცვალა, დაშავდა 5 ადამიანი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო,  2 ან მეტი ადამიანი სიცოცხლის მოსპობას.