3 დაღუპული და 5 დაშავებული (ვიდეო).

2016-12-23 21:25:08

რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ადგილზევე გარდაიცვალა ბავშვის დედა და ერთი მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ბავშვის ბიძა იყო. დაღუპულები „ბეემვეს“ მარკის ავტომობილში ისხდნენ, ამავე მანქანაში მყოფი 2 დაშავებული პირი კლინიკა რუსთავში მოათავსეს. „მერსედესის“ მარკის ავტომობილის 3 მგზავრი კი სხვდასხვა დაზიანებებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.“ინფო რუსთავს“ შსს-ში განუცხადეს - „გარდაცვლილია 3 ადამინი და  გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო,  2 ან მეტი ადამიანი სიცოცხლის მოსპობას“.ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.