სოციალური საცხოვრისი რუსთავში

2019-01-05 16:13:12

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, იმ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც სოციალური საცხოვრისი განთავსდება.

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა შენობის დასათვალიერებლად მივიდა და მიმდინარე სამუშაოები შეაფასა.

"ნორმალურად და ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ კრიტერიუმები, რომელი კრიტერიუმებითაც განისაზღვრება საცხოვრისის ბენეფიციარების შერჩევა. კომისია შეიქმნება, რაც უფრო სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მით უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა განისაზღვროს და თითოეულ ბენეფიციარს მიანიჭოს კოდი და არ ჩანდეს სახელი და გვარი, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს და ქულათა სისტემა, რომელიც დამოკიდებულია, როგორც ქალაქში ცხოვრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, სოციალურ სტატუსთან დაკავშიირებით, მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით და ა.შ."-განაცხადა ქალაქის მერმა.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 თვეში დასრულდება და საერთო საცხოვრისში 52 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შესახლება იგეგმება.

რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ოჯახები, რომლებიც სოციალურ საცხოვრისში ბინას მიიღებენ. ნახეთ ბმული