20 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია, არსებული ინფორმაციით მან თვითდაზიანება განზრახ იმ მიზნით მიიყენა რომ ჯარში ყოფნა არ უნდოდა.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი დავით გოგოძე ინფო რუსთავთან აცხადებს რომ - "პაციენტს რომელიც შემოიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობებით, გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. დაზიანებული იყო ნაწლავები, სისხლძარღვები, კუნთები, სისხლის მასიური დანაკარგით. ჩატარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია თუმცა კრიტიკულია. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვით რეჟიმზე".
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ რომ - "1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნა გაწვეული. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა."
მომხდარის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გუშინ ექსკლუზიურად გაავცელა.