დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი [video]
2018-12-30 00:49:21

დაჭრილია 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდა წვევანდელია და ის სამხედრო სავალდებულო სამსახურს რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. ჯერჯერობით დაუდგენელია რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, თუმცა ცნობილია რომ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იქნა მიყენებული.

დაშავებული მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. ექიმის შეფასებით პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.