"ინფო რუსთავის" მიერ გავცელებულ ინფორმაციას რომელიც პოლიციელებისთვის რუსთავში სახლების მშენებლობას ეხებოდა საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს რომ პოლიციელებს ბინები უსასყიდლოდ არ უნდა გადაეცეს და აღნიშნავენ რომ ქალაქში სხვა ბევრად უფრო დაბალი სოციალური ფენაა ვისი დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს რომ სწორედ სამართალდამცავები უნდა წახალისდნენ რათა მათი შრომა ადეკვატურად იყოს დაფასებული. ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მხოლოდ ფაქტი, სადაც ავღნიშნეთ რომ პოლიციელებისთვის სახლები შენდებოდა, თუმცა არ მივუთითეთ ის პირობები რა შეთანხმებაც არის პოლიციელებსა და სამინისტროს შორის.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას - საქართველოს მასშტაბით სულ აშენდება 10 საცხოვრებელი სახლი, აქედან 2 რუსთავში. პოლიციელებს ბინები გადაეცემათ შემდეგი პირობით, მათ სტრუქტურაში ნამსახურები უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 3 წელი, ბინის საფასურის 40% იხდის სამინისტრო, ხოლო 60% ან პირდაპირი ყიდვით ან განვადების საშუალებით პოლიციელი.
ბინების მიღების მსურველი საქართველოს მასშტაბით აღმოჩნდა 800 ადამიანი, ხოლო ბინა კი მხოლოდ 400 იყო, ამიტომ ლოტოტრონის მეშვეობით ჩატარდა შემთხვევით შერჩეული პირების გამოვლენა და საქართველოს მასშტაბით სწორედ ეს 400, ხოლო რუსთავში 80 ოჯახი მიიღებს ბინებს.