რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა რუსთავის პროკურატურის პროკურორის ხატია გოგრიჭიანის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაამტკიცა საპროცესო გარიგება რომელიც გულისხმობს რომ - მარლენი მახარობლიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ, სსკ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას. [ვიდეო/video]
ბრალდებულს ძირითადი ბრალდების ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრა, სასჯელის ნაწილი 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წლის ვადა ჩაეთვალა პირობითად გამოსაცდელ ვადად.
ადვოკატი შოთა გელაშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ ის როგორც იურისტი არ ეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებას საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, თუმცა უფლება არ აქვს მას შეეწინააღმდეგოს.
შეგახსენებთ რომ შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. 15 წლის გოგონას 60 წლის მამაკაცი აედევნა, სცადა მასთან დაახლოება და შესთავაზა მას სექსუალური კავშირი გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ. მეზობლების თქმით გოგონას მიმართ თვალთვალისა და ადევნების ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, ბოლოს კი ოჯახის ახლობლებმა 60 წლის მამაკაცს ჩასაფრება მოუწყეს, თუმცა მისი დაკავება ვერ მოახერხეს, რა დროსაც შემთხვევით სხვა მამაკაცს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.