იყო თუ არა გაუპატიურების მცდელობის ფაქტი რუსთავში [video]

2018-11-05 00:02:30

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგონას, 50 წლამდე მამაკაცი, რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ, მამაკაცი გოგონას აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა. [ვიდეო/video]

ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" ყვებიან რომ, მამაკაცი საღამოს საათებში, გოგონას, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, მამაკაცმა, გოგონას ხელი გადახვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგონამ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, რის შედეგადაც მამაკაცს ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დადგენილია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები".

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.