მარნეულის მუნიციპალიტეტში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს.
შემთხვევა სოფელ წერეთელში მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა დილით, ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს. ვცელდება ინფორმაცია, რომ მან წერილი დატოვა.
ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციითვე, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.