მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში

2018-08-26 17:02:45

კასპის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცმა 30 წლამდე მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ნოსტეში მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 40 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. ტყვია შემთხვევით მოხვდა მის მეზობელს, 30 წლამდე მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 40 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".