ინციდენტი ბათუმში

2018-08-26 14:41:43

ბათუმში, წუხელ ღამით, სიმამრმა სიძე დაჭრა. არსებული ინფორმაციით, სიძესა და სიმამრს შორის ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი სიმამრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს მუცლის არეში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ფაქტზე საქართველოს შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დანაშაული 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.