ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით დაიღუპა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში 2 პირი გადაიყვანა, მამაკაცი გზაში გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები".