გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 06:00-დან 10:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1321 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთისძირი, კუმისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 27 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე 1656 აბონენტს წალკაში გრიბოედოვის, აიდინოვის, 25 მარტის, ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 19:30 საათამდე 3960 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ აჯლო, ტაზა-მახლა, ბეგლიარი, იმირჭალა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1525 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ალავარი, დიოკნისი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 1155 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო კარაბულახი, იფნარი, ბახჩალარი, უსეინქენდი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე დმანისში დადიანის, გოგებაშვილის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 18:00 საათამდე 526 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონიის სოფლებში არხოტი, შეკვეთილა, მანგლისი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.