2018-08-22 16:19:09
სამეგრელოში 67 წლის მამაკაცი თხილის პლანტაციაში მუშაობის დროს გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭითაწყარში "აგრიჯორჯია“-ს თხილის პლანტაციაში, მუშაობის დროს მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა რის შედეგადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა.
კომპანიაში აცხადებენ რომ - "გვსურს გამოვეხმაუროთ ჯანგულ ბაკარაძის ტრაგიკული გარდაცვალებას, რაც გამოწვეული იქნა დღეს შპს აგრიჯორჯიას, ჭითაწყარის ბაზაზე მოსავლის აღებისას მომხდარი უბედური შემთხვევით. კომპანია აგრიჯორჯია და ყველა მისი თანამშრომელი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, მიუსამძიმრებს ჯანგულის ოჯახს. კომპანიამ შეაჩერა მუშაობა მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ამჟამად უბედური შემთხვევის კონკრეტული დეტალების შეფასება მიმდინარეობს, შპს აგრიჯორჯია თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან რათა მოხდეს ყველა დეტალების დადგენა.
შსს-ში, "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიენა სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.