ქალი გარდაცვლილი ნახეს

2018-07-31 23:04:18

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში 72 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილი მეზობლებმა სახლის სხვენში ნახეს, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სუიციდს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რას თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობ".

გარდაცვლილის ცხედარს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.