მარნეულში ძლიერი ხანძარია [PHOTO]

2018-07-30 22:26:07

მარნეულის მუნიციპალიტეტში სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გავრცელდა. როგორც ინფო რუსთავის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულის, რუსთავის და თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები ცდილობენ. ჩვენი ინფორმაციით, ცეცლი ხმელ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველი.

უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.