მამაკაცის ცხედარი ზღვამ გამორიყა. მაშველებმა გვამი გრიგოლეთის სანაპიროზე იპოვეს.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი 51 წლის მამაკაცი აჭარაში, მდინარე ჭოროხში დაკარგული კაცია, რომელსაც მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მამაკაცი 27 ივლისს მდინარე ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.