იტალიაში ქართველი დააკავეს

2018-07-30 11:37:47

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცავებმა 31 წლის კაცი ქალის ცემის ბრალდებით ქალაქ კარპიში დააკავეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ ქალაქ კარპიში ყოფილ მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა სასტუმროში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. ფაქტი სასტუმროს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დაკავებულს ქართველს ბრალი უკვე წაუყენეს.