ძმამ ძმა დაჭრა

2018-07-30 11:26:18

50 წლამდე მამაკაცი თავისივე ძმამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით თელავში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. შუა ხნის მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით ზურგის არეში აქვს მიყენებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.
როგორც “ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.