23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2018-07-27 18:44:49

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს - "მაშველებმა სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

​შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 26 ივლისს, 15:28 საათზე შემოვიდა

​ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

​ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში"