თურქეთში ქართველი დააკავეს

2018-07-27 16:51:23

თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათის პოლიციამ 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ დააკავა.

საქართველოს მოქალაქე სავაჭრო ცენტრიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა სავაჭრო ცენტრის გასახდელში ტანსაცმელს დამაგრებული ჩიპები მოხსნა და სავაჭრო ობიექტიდან ისე მოიპარა. ქმედება კი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე ისევ დაბრუნდა აღნიშნულ სავაჭრო ცენრტრში, მას თან ახლდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თ.დ.

ნ.ბ მაღაზიის თანამშრომლებმა იცნეს და პოლიციას დაუკავშირდნენ, ორივე ახალგაზრდა დააკავეს. მათი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელი ხელსაწყო. თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს