ესპანეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ბრალდებული საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ესპანური მედიის ცნობით, 23-დან 25 წლამდე მამაკაცები ვისკეტის ქალაქ ვიტორიაში ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში დააპატიმრეს. მათ შესახებ პოლიციას მოქალაქეებმა შეატყობინეს. მათივე ინფორმაციით, 3 უცნობი მამაკაცი ბინის კარის გაღებას ცდილობდა. ჩხრეკისას მათ კარის საკეტის გასახსნელად საჭირო მოწყობილობები აღმოაჩნდათ. ერთ-ერთ დაკავებული, რომელსაც კატალონიაში ბინის გაქურდვისთვის ეძებდნენ, ციხეში გადაიყვანეს. დანაჩენი ორი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც ესპანური მედია იუწყება, წელს ზაფხულში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე დააკავეს.