ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე

2018-07-25 19:00:17

ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 3 მგზავრი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.