აფეთქება ქუთაისში

2018-07-25 15:01:57

ქუთაისში აფეთქება, მოდხა. ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში, თუჯჩამომსხმელ ქარხანაში ღუმელი აფეთქდა, რის შედეგადაც აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპარტულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულნი გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ამ დროისათვის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია ინფორმაციას  „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ ავრცელებს.