ჩხუბის შედეგად 4 ქართველი დაშავდა

2018-07-25 14:05:51

გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადში საქართველოსა და სუდანის მოქალაქეებს შორის ლტოლვილთა თავშესაფარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრანდენბურგის პოლიცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი ბრანდენბურგში მდებარე თავშესაფრის გამანაწილებელ პუნქტში მოხდა. დაპირისპირება საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის დაიწყო, რაც შემდეგ მასობრივ არეულობასა და ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაიყვანეს. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაშავებული ქართველებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბრანდენბურგის პოლიციის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის გამო ლტოლვილთა ბანაკში ჩხრეკა ჩატარდა, რაშიც 120 პოლიციელი მონაწილეობდა. ჩხრეკის შედეგად შენობაში 55 იარაღი, იარაღთან მიმსგავსებული და ბასრპირიანი საგნები აღმოაჩინეს. პოლიციამ სასამართლოსგან კონფლიქტის გამეორების მაღალი რისკის გამო იგივე დაწესებულების ხელახალი ჩხრეკის უფლება მიიღო.