ტრანსგენდერი ქალი სცემეს

2018-07-24 20:47:41

თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალი სცემეს.  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია რომ ამანდა სამმა ჯარისკაცმა ტრანსფობიის გამო სცემა.

დაშავებულს ინგოროყვას კლინიკაში სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სიახლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცემაში ჯარისკაცების მონაწილეობის ფაქტს თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ.