"ძალიან მძიმედ ვიყავი"

2018-07-24 17:49:40

ბიძინა ივანიშვილი - "ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე როდესაც ვნახე რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში ქართული ოცნების შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა.

ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, ორ კაცთან ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც".

აღნიშნულ განცხადებებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში აჟღერებს. გადაცემის სრული ვერსია დღეს საღამოს გავა ეთერში, მანამდე კი ანონსი გავრცელდა.