აბაზოვის საქმის ახალი დეტალები

2018-07-23 15:46:49

გარდაბნის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები მთავარ პროკურორს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს.
გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა პრესკომპერენციაზე განაცხადეს, რომ მათ უჩნდებათ ეჭვი პროკურატურამ ორ თვეში შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო, ახლა კი ცდილობს ცრუ მოწმეები ჩართოს საქმეში.
მარნეულის ყოფილი მერის ინტერესების დამცველთა თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქმიანობის პერიოდში ნეპოტიზმსა და კორუფციას ებრძოდა, რაც გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი იყო, რადგან მათ მარნეულში გავლენის მოპოვება სურდათ.
ადვოკატების ინფორმაციით, აბაზოვს შემთხვევამდე ერთი თვით ადრე სისტემატურად ეგზავნებოდა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები.
პრესკომფერენციაზე გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა ასევე ახსენეს, ელჩინ ალახვრდიევი  და განაცხადეს,რომ მან ორი წლის წინაც დაადანაშაულა ერთი პირი ღირსების შემლახავ მოპყრობაში, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აღელვებით იყო გამოწვეული.
შეგახსნებთ, რომ მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია მარნეულის ყოფილ მერი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.