"კობაური ლორა სმიტს დაეწია, ჯერ გააუპატიურა ...."

2018-07-23 00:32:27

დადგენილია, რომ კობაურმა თავდაპირველად რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქეილები, თოფის მიბჯენით, ტყვიამ ბავშვს თავის ქალა ახადა. ამის შემდეგ კობაური ქალს გაეკიდა. ქალმა ცხადია, ხეობაში გზები და ბილიკები არ იცოდა და გაქცევისას რაღაც კლდეს მიადგა, ვეღარსად წავიდა. ჩიხში მოექცეულს კობაური დაეწია და ჯერ გააუპატიურა და მერე, როგორც იკვეთება, წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო. დადგენილია, რომ ქალბატონი ასფიქსიითაა გარდაცვლილი. კობაურმა ახალგარდაცვლილ, შიშველ ქალს თავისი მობილურით ფოტოები გადაუღო. როდესაც მაშველებმა ჩანჩქერში ქალის გვამი იპოვეს, მასზე ძალადობის ნიშნები ვიზუალურად ვერ ნახეს (ცხედარი ცივ წყალში იყო და არ ეტყობოდა). კობაურმა სმიტების ფოტოაპარატის გადაგდება ვერ მოიფიქრა და ის ბავშვთან ერთად, თოვლის ზვავის ქვეშ არსებულ ქვაბულში ჰქონდა დამალული. სმიტების ფოტოაპარატში მათ მიერ გადაღებული ფოტო ნახეს, რომელზეც აღბეჭდილია თოფით მომავალი კობაური. გამოძიება ამჟამად მუშაობს იმაზე, დაადგინოს, მკვლელს ვინმე ხომ არ ეხმარებოდა, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით საეჭვო არავინ ჩანს (სავარაუდოდ, არც გამოჩნდება).

ცნობილია, 20 ივლისს გამომძიებელმა მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური საკანში დაკითხა. დაკითხვას ესწრებოდა კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანიც. წყაროსავე ინფორმაციით, გამომძიებელთან კობაურმა დანაშაული აღიარა. ისე, როდესაც სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, 19 წლის მწყემსი აღიარებს, თუ არ აღიარებს დანაშაულს, ალბათ ამას აზრი აღარც აქვს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობაურის საქმის ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეს ჩამოშორდა.

წყარო: კვირისპალიტრა