მიკრო ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა [Video]

2018-07-21 13:51:23

იგოეთთან მომხდარ ავარიას მიკრო ავტობუსის მძღოლიც ემსხვერპლა.  დაშავებული მძღოლი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით, საავადმყოფოში გადაყვანამდე მძღოლი გზაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ავარია ჩქაროსნულ მაგისტრალზე, იგოეთთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით მიკრო ავტობუსი ტრაილებს უკნიდან შეეჯახა, რა დროსაც მიკროავტობუსში მყოფი ქალის სიცოცხე ემსხვერპლა.

  შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნახეთ ვიდეო