14 ივლისს, ხულოში, სოფელ ირემაძეებში ტყეში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ დააკავა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დეტალები მათთვის უცნობია. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.