2018-07-17 11:36:40
უბედური შემთხვევა ბათუმში.
საცხოვრებელ კორპუსის ეზოში 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეზობლებმა ნახეს.
"ხმაურის ხმა შემომესმა, მეზობლს ვკითხე რა ხდება-თქო და კაცია ცუდადო. გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამბობენ, რომ სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხო"- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.