რუსთავში, XI მიკრო-რაიონში უცნობი ქალი არასრულწლოვან ბავშვებს ცივი იარაღით, გამოეკიდა. არსებული ინფორმაციით ქალსა და ბავშვებს შორის მანმადე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის დროს პირმა რომელიც ფაქტს შეესწრო პოლიციაში დარეკა. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები დროულად მივიდნენ.
შსს-ში "ინფო რუსთავი"-ს განუცხადეს რომ "ფაქტზე გამოძიება სსკ 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს."
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია პირი და პოლიციაში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.