2018-06-22 14:33:10
    
		
		
			მეტეხის ხიდის ქვეშ, დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა.
შემთხვევის შედეგად გარკვეულწილად შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო თბილისის საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას არეგულირებდა.