რუსთავში ახალი სანათები მონტაჟდება

2018-03-27 19:10:02

"რუსთავსერვის ცენტრი"  ზედგენიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში დაზიანებული სანათი მოწყობილობების ახლით ჩანაცვლება ხდება. აღნიშნულ ქუჩაზე 30 ერთეული დიოდური სანათი დამონტაჟდება.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ,  ქალაქში გარე განათების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, 600 ცალი ეკო ნათურები შეიძინა.