რა მოვალეობები დაეკისრებათ, ცხოველთა მეპატრონეებს და მიმკედლებლებს

2026-04-03 20:40:54

რუსთავში 2026 წლის 1 ივლისიდან მეპატრონეთა და მიმკედლებელთა უფლება მოვალეობები იცვლება. 
ეს საკითხი რუსთავის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომაზე განიხილეს.

მეპატრონედ ითვლება ის ადამიანი რომელიც არის მინიმუმ 16 წლის გავლილი აქვს რეგისტრაციის პროცესები და არ არის სსკ-ს 259 მუხლით ნასამართლები.

ხოლო ადამიანი რომელსაც, გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფალ ბინადარ ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცხოვველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით, მიმკედლებლად ითვლება.

რა მოვალეობები ექნებათ,მეპატრონეებს და მიმკედლებლებს 1 ივლისიდან.

მეპატრონე ვალდებულია: ცხოველი დაარეგისტრიროს ბაზაში, უსაფრთხოების წესების დაცვით ცხოველი ასეირნოს, ჩაუტაროს კომპლესური ვაქცინაცია, გაუკეთოს ატირაბიული ვაქცინა, ატაროს ვეტერინარულ შემოწმებებზე, დეჰელთმინთიზაცია და განსაზღვრული გრაფიკით ან წელიწადში ერთხელ სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღოონისძიებებზე ატაროს. 
ასევე სავალდებულო ხდება კასტრაციის პროცედურა, თუ მეპატრონეს გააჩნია სამედიცინო ჩვენება კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის მაშინ დასაშვები იქნება  მისი ყოლა კასტრაციის გარეშე.

მეპატრონემ ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის/ დადორბვლის ან დაკაწვრის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს.

მეპატრონეს ეკრძალება კოსმეტიკური მიზნებით გაუკეთოს ცხოველს ოპერაცია. 
ასევე ეკრძალება მომატებულად, არარეგისტრირებული ან მეტისის ჯიშის  გამრავლება.
ცხოველის საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საზოგადოებრივ კვების ობიექებში და საავადმყოფოდ ტერიტორიაზე შეყვანა. 
იკრძალება ცხოველთან ერთად მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ალიკაპის ან საბმელის გარეშე, ცხოველის ევთანაზია, მიტოვება ან სასტიკი მოპყრობა.

მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის: ვეტერინარული მომსახურება, დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა და დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ასევე  მიმკედლებელი ვალდებულია: მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები.

მიმკედლებელმა მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

შემოწმების დროს ან უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თუ დადგინდება, რომ მიმკედლებელი არ უზრუნველყოფს ცხოველის კეთილდღეობას ან არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მიკედლების შეწყვეტის შესახებ და უზრუნველყოფს ცხოველის შემდგომ მართვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შეგახსენებთ რომ 2026 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო იქნება შინაურ ცხოველთა დაჩიპვა და რეგისტრაცია