რას აცხადებენ ბაღში

2026-04-03 18:02:50

რუსთავში, #22 ბაგა-ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში, ბათქაში ჩამოიშალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფრმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მშობლებმა მიაწოდეს.

ფაქტის დასაზუსტებლად, "ინფო რუსთავი" სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ბაღში ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია.

"ყველაფერი გამოსწორებულია, აბსოლიტურად არაფერი არ არის საგანგაშო. მხოლოდ ბათქაში იყო ფანჯრის კუთხესთან ჩამონგრეული. ახლა გამოსწორებულია სიტუაცია" - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღის გამგემ.

 აღსაზრდელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაშიც.

" სააღმზრდელო ჯგუფის აღსაზრდელები გადაყვანილიები არიან სხვა ჯგუფში მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდეოში ასახულ სივრცეში კი ( რომელიც სოც.ქსელში გავრცელდა) დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხოდ და უწყვეტად"
- განაცხადეს ბაღების გაერთიანებაში.