რუსთავის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

2018-03-27 22:11:34

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 28 მარტს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 28 მარტს, 14:00 საათიდან, 29 მარტის დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარჯვენა სანაპიროს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

კომპანია რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.